პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
Instagram პლატფორმა TikTok სტილის განახლებას ცვლის - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Instagram აცხადებს, რომ ის აჩერებს თავის აპლიკაციაში ახალი ფუნქციების გავრცელებას.კერძოდ, ახალ მახასიათებლებს შორის იყო ვიდეოკონტენტის გაზრდა, კონკურენტი აპლიკაციის, TikTok-ისმსგავს სტილში. Instagram გააკრიტიკეს, რადგან ადამიანები გრძნობდნენ, რომ ქსელში მეგობრებისა და ოჯახის ფოტოებს ვეღარ ხედავდნენ.
ინსტაგრამის განახლება, რომელიც უკავშირდება უფრო მეტი ვიდეოკონტენტის წარმოებას, სავარაუდოდ, გამოწვეულია კონკურენტი TikTok-ის მზარდი პოპულარობით - სადაც მომხმარებლები აქვეყნებენ და უყურებენ სტატისტიკურად მეტ ვიდეოს, ვიდრე ფოტოებს.
ციფრული ანალიტიკური კომპანიის Sensor Tower-ის მონაცემების მიხედვით, TikTok აპი ახლა ჩამოტვირთულია სამ მილიარდზე მეტჯერ მთელს მსოფლიოში - ის პირველი აპლიკაცია, რომელიც Meta-ს არ ეკუთვნის, რომელმაც მიაღწია ამ შედეგს.
Instagram-ის უფროსმა, ადამ მოსერიმ განაცხადა, რომ განახლებული აპლიკაციის სატესტო ვერსია ეტაპობრივად ამოიწურება რამდენიმე კვირაში.
ამერიკელმა მოდელმა, კრისი ტეიგენმა თქვა, რომ მომხმარებლებს "არ სურთ ვიდეოების გადაღება" და ხედავენ, რომ ფოტოების ჩვენება უფრო იშვიათია. რეალითი ტელევიზიის ვარსკვლავებმა კიმ კარდაშიანმა და კაილი ჯენერმა ასევე გააზიარეს ონლაინ "პეტიცია" "გახადე ინსტაგრამი, ისევ ინსტაგრამი" საკუთარ სთორებში.
სოციალურ ქსელებში ვარსკვლავები წერენ, თუ რამდენად იმედგაცრუებული არიან ცვლილებებით და რამდენად უკეთესი იყო ინსტაგრამი ადრე.