ხუთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1737045600
ინდონეზიაში, აღმოსავლეთ კუნძულ ჰალმაჰერას ვულკანი "იბუ" ამოიფრქვა, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლებამ 3000 მაცხოვრებლის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Reuters-ი ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ცაში 4 კილომეტრის სიმაღლის სქელი ფერფლის ღრუბელი გაიფანტა. სტიქიის გამო, რეგიონში განგაშის ყველაზე მაღალი დონეა გამოცხადებული.
კატასტროფების მართვის სააგენტოს სპიკერმა აბდულ მუხარიმ Reuters-ს განუცხადა, რომ ევაკუაცია ოთხშაბათს გვიან ღამით დაიწყო. მის განმარტებით, ევაკუაცია, დაახლოებით, 3000 მაცხოვრებელს შეეხო, რომლებსაც ვულკანთან სიახლოვის გამო პრიორიტეტი მიენიჭათ.
მუხარიმ დააზუსტა, რომ ვულკანის მახლობლად 13 000 ადამიანი ცხოვრობს.