ინდოეთში ქილერები სამიზნესთან ერთად დათვრნენ და კეტჩუპის გამოყენებით მკვლელობის ინსცენირება გაითამაშეს

პოლიც

ინდოეთში, ქალმა თავისი ქმრის მკვლელობა შეუკვეთა. ქალმა და მისმა საყვარელმა სამი მკვლელი დაიქირავეს, თუმცა ისინი ქალის ქმართან ერთად დათვრნენ და კეტჩუპის გამოყენებით მკვლელობის ინსცენირება სცადეს. ამის შესახებ  Mirror-ი წერს.

დაქირავებულმა მკვლელებმა ავანსად 90 000 რუპია (1100 დოლარი) აიღეს, ხოლო დანარჩენი თანხა - 110 000 რუპია (1400 დოლარი) მკვლელობის დამადასტურებელი ფოტოების წარდგენის შემდეგ უნდა მიეღოთ.

გეგმის თანახმად, დაქირავებულ მკვლელებს ნავინ ქუმარი უნდა გაეტაცათ და მოეკლათ, თუმცა მათ გამბედაობა არ ეყოთ. ამის შემდეგ ისინი ქუმართან ერთად დათვრნენ, კეტჩუპი წაუსვეს, ფოტოები კი დამკვეთებს გაუგზავნეს. როდესაც ანუპალავის საყვარელი მიხვდა, რომ ის მოატყუეს, თავი მოიკლა.

პოლიციელებმა დაადგინეს, რომ დანაშაულის დაგეგმვაში მისი სიდედრიც მონაწილეობდა. სიდედრი, ქუმარის ცოლი და დაქირავებული მკვლელები დააკავეს.