„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ინდოეთმა დაადასტურა „მაიმუნის ყვავილით“ გამოწვეული პირველი სიკვდილი. შემთხვევა კერალას სამხრეთ შტატში მოხდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, 22 წლის მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ შტატში გაემგზავრა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, შაბათს გარდაიცვალა.
კერალას ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ მამაკაცს თავდაპირველად ვირუსზე დადებითი პასუხი საზღვარგარეთ მიუვიდა. ეს ,,მაიმუნის ყვავილით" გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა მსოფლიოში, აფრიკის გარეთ.
მამაკაცს ჰქონდა სიცხე, გადიდებული ლიმფური კვანძები, თუმცა სხეულზე გამონაყარი არ ჰქონია, რის გამოც ექიმებმა დიაგნოზი დროულად ვერ დასვეს. მისი მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა.
მამაკაცის ოცი ახლო კონტაქტი ჰყავდა, რომლებიც იზოლირებულნი არიან.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, „გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა.