დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ნიუ-იორკში „მაიმუნის ყვავილის“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, ქალაქი შტატში „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების ეპიცენტრია.
რამდენიმე დღის წინ, სან ფრანცისკო გახდა აშშ-ის პირველი დიდი ქალაქი, სადაც, „მაიმუნის ყვავილის“ გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„შტატში მაიმუნის ყვავილის გავრცელების შესახებ უახლესი მონაცემების განხილვის შემდეგ, ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას... რათა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ამ აფეთქების წინააღმდეგ“, — ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში გამოვლენილი ინფიცირების ყოველი მეოთხე შემთხვევა ნიუ-იორკზე მოდის.
ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში მაიმუნის ყვავილის 1345 შემთხვევაა დაფიქსირებული. მეორე ყველაზე დაზარალებული შტატი კალიფორნიაა, სადაც 799 შემთხვევა გამოვლინდა.
23 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა. პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია.