ინდოეთში გარეულმა სპილომ 77 წლის გერმანელი ტურისტი მოკლა

ინდოეთში გარეულმა სპილომ 77 წლის გერმანელი ტურისტი მოკლა

ინდოეთში გარეულმა სპილომ 77 წლის გერმანელი ტურისტი საკუთარი ეშვების გამოყენებით მოკლა. ინფორმაციას Times Of India ავრცელებს.

მედიის ცნობით, ცხოველი მოტოციკლის ხმამ შეაშინა, რომლითაც მამაკაცი გადაადგილდებოდა. შეშინებული სპილო კაცს შეეჯახა, შემდეგ, ეშვით, სხეული დაუზიანა და ჰაერში აისროლა.

ტურისტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ის მიღებული დაზიანებებისგან საავადმყოფოში მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.