ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მანიპურში ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირება მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მანიპურში ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირება მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მანიპურში მასშტაბური შეტაკებებია, რომელიც ძირითადად ეთნიკური მეითეისა და კუკის თემებითაა დასახლებული. არეულობა პოლიციის მიერ პარასკევს აღმოჩენილი ექვსი ცხედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოყვა, რომელთა შორის ქალები და ბავშვები არიან. ეთნიკურ უმრავლესობაში მყოფი მეითეის თემი ამ ექვსი ადამიანის გატაცებასა და მკვლელობაში კუკის თემს ადანაშაულებს, რასაც საპროტესტო გამოსვლები და შეტაკებები მოყვა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ადგილობრივი კანონმდებლების საცხოვრებელი სახლები და ოფისები გადაწვა. დაკავებულია 23 ადამიანი, დაწესდა კომენდანტის საათი, შეიზღუდა ინტერნეტის მიწოდება.

ბოლო ერთ თვეში ამ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის დაპირისპირებას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

დაძაბულობა 7 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა კუკის თემის წარმომადგენელ ქალზე ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ცოცხლად დაწვეს.

ოთხი დღის შემდეგ, მეითეის ლტოლვილთა ბანაკზე მოხდა საპასუხო თავდასხმა. პოლიციამ ათამდე ადამიანის ლიკვიდაცია განახორციელა. მოგვიანებით კი, სავარაუდოდ კუკის თემის წარმომადგენლები ერთ-ერთ ოჯახს დაესხნენ თავს და ბებია, მისი ორი ქალიშვილი და სამი შვილიშვილი გაიტაცეს. სავარაუდოდ, ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომელთა ცხედრებიც პოლიციამ პარასკევს აღმოაჩინა.