„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
ინდოელი გეოფიზიკოსი რაო: დამანგრეველმა მიწისძვრამ შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაარტყას ჰიმალაებს. ამის შესახებ საზოგადოება გააფრთხილა ინდოეთის გეოფიზიკური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერმა, პურნაჩანდრა რაომ ANI-სთან ინტერვიუში.
სეისმოლოგის თქმით, ამ მხრივ ყველაზე დაუცველია ტერიტორია ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარე ჰიმაჩალ პრადეშის შტატსა და ნეპალის დასავლეთ ნაწილს შორის.„ინდოეთის ლითოსფერული ფირფიტა წელიწადში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით ინაცვლებს, რაც იწვევს ჰიმალაის გასწვრივ დაძაბულობის დაგროვებას და ზრდის ძლიერი მიწისძვრის ალბათობას“, - ციტირებს მედია მეცნიერს.