ილონ მასკის მამა თანახმაა, გაჭირვებულთათვის სპერმა გასცეს

ეროლ მასკი

ილონ მასკის მამამ, 76 წლის ეროლმა თქვა, რომ სპერმის დონაცია სთხოვეს. წინადადების ინიციატორი იყო ანონიმური ორგანიზაცია კოლუმბიიდან, რომელიც ხელოვნური განაყოფიერებითაა დაკავებული, იუწყება The Sun. უფროსი მასკი დათანხმდა.

„კომპანიას კოლუმბიაში სურს, რომ სპერმა მივცე მაღალი კლასის კოლუმბიელი ქალების განაყოფიერებისთვის. ისინი ამბობენ: „რატომ უნდა წავიდეთ ილონთან, როცა შეგვიძლია ილონის შემქმნელთან წასვლა“ - თქვა ეროლმა.

მამაკაცი წინადადებას დათანხმდა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას შესთავაზეს სპერმის უფასოდ გაცემა. ერთადერთი პრივილეგია, რომელსაც ის იღებს გარიგებიდან, არის კოლუმბიაში პირველი კლასის რეისით ფრენა და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავება. უფროსმა მასკმა აღნიშნა, რომ მზად იყო ასეთი ნაბიჯი გადაედგა, რათა კიდევ ერთი შვილი შესძენოდა.

„რატომაც არა? კიდევ ერთი შვილის გაჩენა რომ შევძლო. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ეს არ გავაკეთო“, - თქვა მან.აღსანიშნავია, რომ ეროლ მასკი სულ მცირე, შვიდი შვილის მამაა, სხვადასხვა ქორწინებიდან. არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია უფროსი მასკის საიდუმლო ქალიშვილის შესახებ, რომელიც 2019 წელს დაიბადა. მან ბავშვის შესახებ ინფორმაცია დამალა, რადგან ორსულობა დაგეგმილი არ იყო.