ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

ილონ მასკი

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი თანამდებობას ტოვეს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

„მინდოდა მადლობა გადამეხადა ყველასთვის. ჩემთვის თქვენთან მუშაობა დიდი პატივი იყო. მადლობა ყველაფრისთვის“, - განაცხადა მასკმა მთავრობის სხდომაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მილიარდერმა ბევრ რამეზე თქვა უარი და მას ძალიან არასამართლიანად ეპყრობოდნენ.

„მათ ჩემი მანქანების დაწვა მოსწონთ, რაც კარგი არ არის“, - თქვა მასკმა, იგულისხმა რა კომპანია „ტესლას“ მიერ გამოშვებული ავტომობილების წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტები.

ტრამპმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელების უმეტესობა პატივს სცემს მასკს და მას მის გუნდში დარჩენა შესთავაზა.