კარდიოლოგების გაფრთხილება - ამ ტიპის ყავა ყველაზე მეტად სახიფათოა
1772563995
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ირანის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმარი გამოთქვა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ილჰამ ალიევს აზერბაიჯანში ირანის ელჩს, მუჯათაბ დემირჩილუს შეხვდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირანის ელჩთან საუბრისას განაცხადა, რომ ყოველთვის საუკეთესო შთაბეჭდილებებით გაიხსენებს აიათოლა ხამენეისთან შეხვედრებს, რომლებიც ირანში ვიზიტის დროს შედგა.
მედიის ცნობით, ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს საელჩოში მისვლისთვის და სამძიმრისთვის.