კარდიოლოგების გაფრთხილება - ამ ტიპის ყავა ყველაზე მეტად სახიფათოა
1772563995
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას თანმდევ საკითხებთან ერთად.
საკითხი განსახილველად სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
კანონპროექტით, იურიდიული დახმარების სამსახური არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ცვლილებების თანახმად, სამსახურის დირექტორი ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 მარტისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
კანონპროექტით, 2026 წლის 1 მაისიდან იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს უფლებამოსილება შეუწყდება და მიეცემა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ამასთანავე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის 1 მაისამდე უნდა უზრუნველყოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის დანიშვნა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.