იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ბზობისა და აღდგომის დღესასწაულები მრევლის გარეშე აღინიშნა

იერუსალიმი

მრევლის გარეშე იყო ბზობის დღესასწაული იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. წირვა და სადღესასწაულო ლიტანიობა, მართლმადიდებელმა პატრიარქმა თეოფილე მესამემ, მხოლოდ მღვდელმსახურებთან ერთად ჩაატარა. პირდაპირ ტრანსლაციას იერუსალიმის საპატრიარქო Facebook-ზე გადასცემდა

მრევლის გარეშე, მხოლოდ მღვდელმსახურების თანდასწრებით აღავლინა სააღდგომო ლიტურგია იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქმაც. მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მორწმუნეები ომით გამოწვეული საფრთხის გამო, უსაფრთხოების მიზნით არ შეუშვეს.