„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
იემენელი „ჰუსიტები“ ისრაელზე და აშშ-ის სამხედრო გემებზე თავდასხმის შესახებ აცხადებენ.
„ჰუსიტების“ პრესსპიკერის, იაჰია სარეას განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ავიაციის მიერ იემენის დაბომბვის მიუხედავად, იემენურმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს სარაკეტო და უპილოტო აპარატების შეტევა ისრაელის სამხედრო ბაზის წინააღმდეგ თელ ავივის მახლობლად და ასევე ორ ამერიკულ სამხედრო ხომალდზე.
„ჰუსიტები“ ამტკიცებენ, რომ ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გააძლიერეს აგრესია იემენის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ განაახლა ისრაელის საწინააღმდეგო ოპერაციები ღაზაში სამხედრო ოპერაციის განახლების გამო. იემენის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ არ შეწყვეტენ თავდასხმებს ღაზაში ისრაელის სახმელეთო და საჰაერო შეტევების დასრულებამდე.