ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროპარლამენტის წევრმა ავსტრიიდან, "პატრიოტები ევროპისთვის" ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარემ, ჰარალდ ვილიმსკიმ ევროკავშირის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა.
"ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, რა სასაცილო კომედიაა, რა თეატრალური წარმოდგენაა! ევროპა თავისი ყველაზე მძიმე პერიოდის წინაშე დგას და შეხედეთ, რას აკეთებენ მემარცხენეები. ხალხი დგება, ტაშს უკრავს და თავს ისე აჩვენებს, თითქოს პრობლემები არ არსებობს. საერთოდ გაქვთ წარმოდგენა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები ამ შენობის გარეთ? დაგავიწყდათ, რატომ შეიქმნა ევროპა? იმისთვის, რომ ხალხისთვის მშვიდობა მოეტანა. თქვენ ომის ეკონომიკა გსურთ. ვერ ხვდებით, რომ ჩვენ ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე უნდა ვიზრუნოთ? რასაც თქვენ აკეთებთ, არის "მწვანე შეთანხმების" მიღწევა, ზედმეტი რეგულაციების დაწესება, სამუშაო ადგილების განადგურება და ოჯახებისთვის ფულის წართმევა. ეს არასწორი გზაა. ევროპა ხალხებისა და ერების მრავალფეროვნება უნდა იყოს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი საზღვრების კონტროლი. დროა, გადადგეთ", - განაცხადა ჰარალდ ვილიმსკიმ.