გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
იაპონიაში აცხადებენ, რომ ღრმად შეშფოთებულები არიან ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის გამო.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმით, რომ ამ ინციდენტმა შეიძლება, გამოიწვიოს საპასუხო ქმედებები და გადაიზარდოს სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში. სამხრეთ აზიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ინდოეთსა და პაკისტანს თავშეკავებისკენ და სიტუაციის სტაბილიზაციისკენ დიალოგის გზით“, – განაცხადა იაპონიის მთავრობის წარმომადგენელმა იოშიმასა ჰაიაშიმ.
ცნობისთვის, ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პაკისტანში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა. ამასთან, როგორც ინდოეთის მთავრობაში განაცხადეს, მათი სამიზნე სამხედრო ობიექტები არ ყოფილა, ოპერაცია მიმართული იყო პაკისტანში და ჯამუ ქაშმირში ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, საიდანაც ინდოეთზე ტერორისტული თავდასხმები იგეგმებოდა და იმართებოდა. ინდოეთმა ქვეყნის რვა აეროპორტში ფრენები გააუქმა, ფრენები შეჩერებულია პაკისტანშიც.