პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
იაპონელებს აქვთ ასეთი კონცეფცია - იკიგაი. ეს ნიშნავს გონების მდგომარეობას, რომელსაც შეიძლება მიაღწიო ცხოვრების გარკვეული პრინციპების დაცვით. ეს ტერმინი იაპონელებმა ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში გამოიყენეს და მას შემდეგ იყენებდნენ იაპონურ ფილოსოფიაში, რაც იდეალურად ასახავს ამომავალი მზის ქვეყნის ხალხის მენტალიტეტს. იკიგაის სწავლებას, რაც „ცხოვრების აზრის პოვნას“ ნიშნავს, იაპონელების უმეტესობა არასოდეს გადაუხვევს და თავს სრულიად ბედნიერად გრძნობენ.
იკიგაის პირველი პრინციპი: დაიწყე მცირედით
იაპონელები ბრძენი და შრომისმოყვარე ხალხია. მათ იციან, რომ ყველა წარმატებულმა ადამიანმა დაიწყო მცირედით და თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ავიდა წარმატების მწვერვალზე. ამიტომ, შემოქმედებით თუ პროფესიულ გზას იწყებენ თანმიმდევრულად, ყურადღებით მიჰყვებიან და არასდროს ცდილობენ დაჩქარებას. დარწმუნებით იციან, რომ წარმატება თავის დროზე მოვა.
იკიგაის მეორე პრინციპი: გაათავისუფლე შენი თავი
იაპონელები ბავშვობიდან სწავლობენ დამოუკიდებელ და თავისუფალ ინდივიდებად ყოფნას. ისინი ცდილობენ, შეინარჩუნონ ბავშვური სპონტანურობა, იყვნენ სულით სუფთა, გახსნილები ყველაფრისთვის. მათ იციან, რომ შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში, თუ არ მიიღებ საკუთარ თავს ისეთად, როგორიც ხარ და თუ სხვების აზრზე იქნები დამოკიდებული.
იკიგაის მესამე პრინციპი: შექმენი და იპოვე ჰარმონია სამყაროსთან
იაპონელებმა იციან, რომ სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრება იძლევა დიდ შესაძლებლობებს, პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. განადგურება დამღუპველია და მას არ მოაქვს წარმატება. ამიტომ ისინი ცდილობენ, იცხოვრონ ჰარმონიაში გარემომცველ სამყაროსთან, ბუნებასთან, გარემოსთან, სხვა ადამიანებთან. ისინი საკუთარ თავს ამ სამყაროს ნაწილად აღიქვამენ, რომელსაც დაცვა და გაუმჯობესება სჭირდება.
იკიგაის მეოთხე პრინციპი: იყავი ბედნიერი წვრილმანებით
ცხოვრება წვრილმანებისგან შედგება და გლობალური ბედნიერების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანია ვისწავლოთ, როგორ დატკბეთ მათით. ცხოვრების ამ პრინციპს ყველა იაპონელი ქადაგებს. მათ იციან, მადლობა როგორ გადაუხადონ ბედს, ნებისმიერი წვრილმანისთვის და ისიამოვნონ მზიანი დილით, ველოსიპედით სეირნობით, ფინჯანი გემრიელი ყავით. ისინი ცდილობენ, ისწავლონ შეცდომებზე და არასოდეს გაიმეორონ ისინი.
იკიგაის მეხუთე პრინციპი: იცხოვრე აქ და ახლა
იაპონელებმა იციან, რომ დედამიწაზე გატარებული ყოველი მომენტი უნიკალურია და მათ მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია, იცხოვრონ სრულად, გრძნობებისა და ემოციების მთელი სიღრმით. მიზნებისკენ მიმავლებმა იციან, როგორ ისარგებლონ პროცესით და არა მხოლოდ შედეგით. ისინი ასევე აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გააკეთონ არა მხოლოდ ის, რასაც მოაქვს ფული, არამედ ის, რისგანაც იღებენ რეალურ სიამოვნებას და რაც ამ სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს.