რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს
1745006402
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იაპონიას სავაჭრო მოლაპარაკებებში პრიორიტეტად მიიჩნევს. ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა, რიოსეი აკაზავამ განაცხადა.
იაპონიისა და აშშ-ის დელეგაციები სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდნენ, რა დროსაც შეხვედრას პრეზიდენტი ტრამპიც დაესწრო.
„შეხვედრები იაპონიასთან პრიორიტეტულია. როდესაც ტრამპი ამბობს, რომ 70 ან 100 ქვეყანა დგას რიგში შესახვედრად, პრეზიდენტი ვერ შეძლებს ყველა მათგანთან შეხვედრას. ამიტომ მოლაპარაკებები იაპონიასთან პრიორიტეტულია. ვფიქრობ, მისი დასწრება ამის ნათელი დასტურია“, – აღნიშნა იაპონიის ეკონომიკის მინისტრმა, რიოსეი აკაზავამ.
შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა დონალდ ტრამპმაც.
„დიდი პატივია, რომ ახლახან შევხვდი იაპონურ დელეგაციას ვაჭრობის საკითხზე. დიდი პროგრესი“, – დაწერა ტრამპმა.
იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ოფიციალურად დაიწყო აშშ-თან სავაჭრო მოლაპარაკებები.