იაპონიაში აუქციონზე თინუსი 1.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

თინუსი

გიგანტური, მოტოციკლის ზომის ცისფერი თინუსი იაპონიის ყველაზე პრესტიჟულ თევზის ბაზარზე 1.3 მილიონ დოლარად (207 მილიონი იენი) გაიყიდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, თევზი მიშლენის ვარსკვლავიანი სუშის რესტორანმა შეიძინა.

ცისფერი თინუსი ყველაზე დიდი თევზია, რომელსაც შეუძლია 40 წლამდე იცოცხლოს.

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) მიხედვით, ეს სახეობა საფრთხის წინაშეა და მათი რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.

„წლის პირველ თინუსს წარმატება მოაქვს“, - აცხადებს რესტორან Sushi Onodera-ს პრეზიდენტი შინჯი ნაგაო, რომელმაც მილიონ დოლარიანი თინუსი შეიძინა.