იანვარ-ივლისში საერთაშორისო ტურიზმი თითქმის 60%-ით აღდგა

ტურიზმი

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში საერთაშორისო ტურიზმი თითქმის 60%-ით აღდგა. ამ პერიოდში, დაახლოებით, 474 მლნ-მა ტურისტმა იმოგზაურა, შარშან ეს მაჩვენებელი 175 მლნ იყო.

ორგანიზაციის მონაცემებით, იანვარ-ივლისში აღდგენა ყველაზე სწრაფად ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მოხდა, რასაც პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნით ხსნიან.

2022 წლის 19 სექტემბრის მდგომარეობით, მსოფლიოს 89 ქვეყანას Covid-19-თან დაკავშირებული არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ტურიზმი სტაბილურ აღდგენას განაგრძობს, თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები.