1732386875
ჰუმანოიდი რობოტის მიერ შექმნილი ნახატი აუქციონზე მილიონ დოლარად გაიყიდა
ინგლისელი მათემატიკოსის ალან ტიურინგის პორტრეტი ჰუმანოიდი რობოტის პირველი ნამუშევარია, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. ნახატის ღირებულებამ 1,08 მილიონი დოლარი შეადგინა.
2.2 მეტრის სიგრძის პორტრეტი Ai-Da-მ შექმნა, მსოფლიოში პირველმა რობოტმა მხატვარმა. მოსალოდნელი იყო, რომ ნახატი 120 000 დოლარად გაიყიდებოდა, მაგრამ რეალურად ის თითქმის ათჯერ უფრო ძვირად შეფასდა.
„ეს ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი ხელოვნების სფეროშიც შემოდის", - აღნიშნულია განცხადებაში.
თავად ჰუმანოიდი რობოტის თქმით, ალან ტიურინგის პორტრეტი კიდევ ერთხელ დააფიქრებს ადამიანებს ხელოვნური ინტელექტისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების შესაძლებლობებზე.
ტიურინგმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან შეიმუშავა მანქანა, რომელიც გერმანელების საიდუმლო ინფორმაციას შიფრავდა. ის 1950-იან წლებში ხელოვნურ ინტელექტზე და მის შესაძლებლობებზე ერთ-ერთი პირველი ალაპარაკდა.
რაც შეეხება Ai-Da-ს, მისი სახელწოდება მსოფლიოში პირველი პროგრამისტის სახელიდან (ადა ლავლეისი) მომდინარეობს.
რობოტი შეიმუშავა ეიდან მელერმა, თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტმა.
„ისტორიის უდიდესი ხელოვანები რევოლუციონერები იყვნენ და ისინი ახალ გამოწვევებს არ უშინდებოდნენ", - თქვა მელერმა.
მელერი ხელმძღვანელობდა გუნდს, რომელმაც შექმნა Ai-Da და მუშაობდა ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებთან ოქსფორდისა და ბირმინგემის უნივერსიტეტებში.