ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
ირანის რევოლუციური გვარდიის სპიკერმა, ჰოსეინ მოჰებიმ თეირანის მოწინააღმდეგეებს ჰორმუზის სრუტის წყალქვეშა კაბელების შესახებ შეახსენა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ირანს შეუძლია, ისინი სამიზნეში ამოიღოს.
მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტეში მსოფლიო მნიშვნელობის 7 ძირითადი კაბელი გადის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ინტერნეტისა და კომერციულ მონაცემთა ბაზებზე.
„შვიდი ძირითადი კაბელი გადის ჰორმუზის სრუტის ქვეშ და მსოფლიოს ყველა ინტერნეტისა და კომერციულ მონაცემთა ბაზები მათზეა დამოკიდებული. ჩვენ ამას მტერს ვახსენებთ, რათა იცოდნენ“, – განაცხადა ორშაბათს ჰოსეინ მოჰებიმ.
იქამდე კი ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ თეირანი დარტყმას მიაყენებს მონაცემთა ცენტრებს, წყალქვეშა ინტერნეტკაბელებს და ხელოვნური ინტელექტის ობიექტებს სპარსეთის ყურეში, თუ შეერთებული შტატები და ისრაელი საომარ მოქმედებებს განაახლებენ.
მისივე თქმით, თეირანი მზადაა, განახლებული კონფლიქტისთვის და შესაძლოა, სამიზნედ აქცევდეს ახლო აღმოსავლეთში კრიტიკულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას.
„მტრის მიერ ირანის წინააღმდეგ დაშვებული ყოველი არასწორი გათვლა მათთვის მძიმე დამარცხებით დასრულდა; შემდეგი შეცდომა ახალ ფრონტებს და უფრო დიდ სიურპრიზებს მოიტანს“, – განაცხადა რეზაიმ.