ილონ მასკის შვილს სახელის შეცვლა და მამასთან კავშირის გაწყვეტა უნდა

maski

ილონ მასკის შვილს სახელის შეცვლა უნდა.  ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ილონ მასკის  შვილმა, რომელსაც ახლახან 18 წელი შეუსრულდა, სასამართლოს სახელის შეცვლის მოთხოვნით მიმართა. 

„ჩემს ბიოლოგიურ მამასთან აღარ ვცხოვრობ და არ მინდა მასთან რაიმე ფორმით დაკავშირებული ვიყო", — განაცხადა ქსავიერ ალექსანდრ მასკმა. 

ასევე, მან სასამართლოს დაბადების მოწმობაში გენდერის შეცვლა (კაცის მაგივრად ქალის ჩაწერა) და თავისი გენდერული იდენტობის აღიარება სთხოვა. 

მამასთან კავშირის გაწყვეტის მიზეზი ისაა, რომ ილონ მასკმა მხარდაჭერა აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას გამოუცხადა, რომლის წარმომადგენლებიც ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შეზღუდვას უჭერენ მხარს.

„ტრანსგენდერ ადამიანებს მხარს ვუჭერ, მაგრამ ეს ნაცვალსახელები ესთეტიკური კოშმარია", - დაწერა მასკმა 2020 წელს ტვიტერზე.