„ჰეზბოლა“ მზად არის ისრაელის მხრიდან სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის, ისრაელი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს - ნაიმ ყასემი

ნაიმ ყასემი

„ჰეზბოლა“ მზად არის ისრაელის მხრიდან სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის, ისრაელი თავის მიზნებს ვერ მიაღწევს, – ამის შესახებ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ხელმძღვანელის მოადგილემ, ნაიმ ყასემმა განაცხადა.

„ჰეზბოლას“ წარმომადგენლის თქმით, დაჯგუფება გენერალურ მდივანს შეარჩევს რაც შეიძლება სწრაფად, არსებული მექანიზმის მიხედვით.

ნაიმ ყასემის განცხადებით, ისრაელის ძალები აშშ-ს მხარდაჭერით კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას.

„ჰეზბოლას“ წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დაჯგუფება გააგრძელებს თავისი მთავარი მიზნების შესრულებას – ღაზის მხარდაჭერას, ლიბანის დაცვას და გაიმარჯვებს, 2006 წლის მსგავსად ისრაელთან დაპირისპირებაში.

პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ ტრანსსასაზღვრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის თავდაცვის ძალების სპეცდანიშნულების დანაყოფები „ჰეზბოლას“ გვირაბებში შევიდნენ.