ჰერპესის ვირუსი ადამიანებთან 2800 წელზე მეტია თანაარსებობს - მეცნიერების აღმოჩენა

"ჩანდრიპურას" ვირუსი

ენისა და ტარტუს უნივერსიტეტების მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის მე-6 ტიპის ჰერპესვირუსი (HHV-6)ადამიანებს აინფიცირებდა და მათ გენომში ინტეგრირდებოდა ჯერ კიდევ რკინის ხანაში.

მკვლევარებმა პირველად აღადგინეს ვირუსის ორი ვარიანტის - HHV-6A და HHV-6B - უძველესი გენომები ორი ათას წელზე მეტი ხნის წინანდელი არქეოლოგიური ადამიანის ნაშთებიდან. გუნდმა გააანალიზა დაახლოებით 4000 ჩონჩხის ნიმუში ევროპის მასშტაბით არქეოლოგიური ძეგლებიდან. 

შედეგად, მათ შეძლეს 11 უძველესი ვირუსული გენომის იდენტიფიცირება და რეკონსტრუქცია. მათგან ყველაზე ადრეული იტალიელ ახალგაზრდა გოგონაში აღმოაჩინეს, რომელიც ძვ. წ. 1100-დან 600 წლამდე ცხოვრობდა. HHV-6-ის კვალი ასევე აღმოჩენილია შუა საუკუნეების სამარხებში ინგლისში, ბელგიაში, ესტონეთში, იტალიასა და რუსეთში. განსაკუთრებით საინტერესოა HHV-6-ის ადამიანის ქრომოსომებში ინტეგრაციის უნარი. იშვიათ შემთხვევებში, ასეთი ვირუსული ასლები მემკვიდრეობითია და სხეულის ყველა უჯრედშია წარმოდგენილი - ეს დღეს ადამიანების დაახლოებით 1%-ში შეინიშნება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ასეთი ინტეგრაცია ათასობით წლის წინ მოხდა და ადამიანის პოპულაციებში მრავალი თაობის განმავლობაში შენარჩუნდა. განაგრძეთ კითხვა...