"ისე ცუდად დაიწყო ეს წელი, არც კი ვიცი, როგორი გაგრძელება ექნება..." - ნუცა ცისკარიშვილი
1769108603
ჩვენ გვჭირდება NATO-ს მუდმივი ყოფნა არქტიკის რეგიონში, მათ შორის გრენლანდიის გარშემო, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ ვთხოვეთ NATO-ს, რომ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი არქტიკის რეგიონში. ვფიქრობ, რომ NATO-ში ყველა თანხმდება ამაზე, არქტიკის ქვეყნები, მაგრამ ასევე სხვა წევრი სახელმწიფოები, რომ ჩვენ გვჭირდება NATO-ს მუდმივი ყოფნა არქტიკის რეგიონში, მათ შორის გრენლანდიის გარშემო. თქვენ წითელ ხაზებზე მეკითხებით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ისინი. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ამაზე მოლაპარაკება არ შეგვიძლია, რადგან ეს ძირითადი დემოკრატიული ღირებულებების ნაწილია. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ აშშ-სთან, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი საერთო თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში არქტიკის რეგიონში“, - განაცხადა ფრედერიქსენმა.