ნატალია ქუთათელაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1760266399
HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ მორიგი სპინოფის „შვიდი სამეფოს რაინდის“ პირველი თრეილერი წარადგინა. შოუ მოხეტიალე რაინდზე დუნკან მაღალზე და მის მეაბჯრე ეგზე მოგვითხრობს. სერიალი ეკრანებზე 2026 წლის 18 იანვარს გამოვა. პირველ სეზონში 6 სერია იქნება.
სერიალში მთავარ როლებს ასრულებენ: პიტერ კლაფი, დექსტერ სოლ ანსელი, ფინ ბენეტი, ჰენრი ეშტონი, ტენზინ კროუფორდი, სემ სპრუელი, ბერტი კარველი, დენიელ ინგსი და სხვები.
პრიქველი ჯორჯ მარტინის ნოველების ციკლზე „შვიდი სამეფოს რაინდი“ არის დაფუძნებული, რომელთა სიუჟეტიც ძირითად სერიალამდე 100 წლით ადრე ვითარდება. ნოველების მთავარი გმირი სერ დუნკან მაღალი და მისი მეაბჯრე ეგი არიან, რომლებიც ვესტეროსში მოგზაურობენ.
„სამეფო კარის თამაშები“ ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი, რომელიც HBO-სთვის დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ მომზადდა. სერიალი ჯორჯ მარტინის საგას „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ ეყრდნობა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუ გახდა.