ჰარი პოტერის სამყარო ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა - რუპერტ გრინტი

რონი

რუპერტ გრინტის თქმით, ჰარი პოტერის სამყარო ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

მსახიობის თქმით, ცნობადობასთან, რაც რონის განსახიერებამ მოუტანა, გამკლავება ყოველთვის ადვილი არ იყო:

„ფილმის გადაღებები მთელი წელი გრძელდებოდა, მუშაობის დასრულებისთანავე კი ფილმის პიარ-კამპანიას ვიწყებდით. საერთოდ არ გვქონდა ამოსუნთქვის საშუალება",- ამბობს ის. 

რუპერტი 11 წლის იყო, როცა რონის როლი მიიღო და 22 წლის - როცა ფილმების გადაღება დასრულდა. მსახიობის თქმით, ჰარი პოტერის ბოლო ფილმზე მუშაობის შემდეგ, დარწმუნებული არ იყო, ისევ უნდოდა თუ არა სამსახიობო კარიერის გაგრძელება:

„შესვენება მჭირდებოდა, რომ ყველაფერზე მეფიქრა... ძალიან უცნაური იყო ეს შეგრძნება, თუმცა ვფიქრობ, შესაფერის დროს დავასრულეთ; რომ გაგვეგრძელებინა, შესაძლოა, ცუდად განვითარებულიყო მოვლენები."

მსახიობის თქმით, მადლიერია, რომ ამ ფილმებზე მუშაობის შესაძლებლობა მიეცა და ვინმემ რომ რონი დაუძახოს, აუცილებლად უპასუხებს : "ეს ჩემი მეორე სახელია."