„ჰარი პოტერის“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა

ჰარი პოტერი

სტრიმინგ-სერვისმა HBO სერიალ „ჰარი პოტერის“ პირველი თიზერი გამოაქვეყნა.

 

 

HBO-მ ჰარი პოტერის სამყაროზე დაფუძნებულ სერიალზე მუშაობის შესახებ 2023 წელს გამოაცხადა. პირველი სეზონის პრემიერა 2026 წლის შობას იგეგმება.

სერიალში ჰარი პოტერის როლს დომინიკ მაკლაფლინი შეასრულებს, ხოლო მის მეგობრებს - რონ უიზლისა და ჰერმიონ გრეინჯერს, ალასტარ სტაუტი და არაბელა სტენტონი განასახიერებენ. სერიალის მთავარ როლებზე გამართულ ქასთინგებში 30 ათასზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა.