„ჰამასი“ აცხადებს, რომ ზავს არ დათანხმდება თუ ისრაელი რაფაჰში სამხედრო აგრესიას არ შეწყვეტს

ისრაელი რაფაჰზე თავდასხმებს განაგრძობს

„ჰამასი“ ულტიმატუმს აყენებს და აცხადებს, რომ ზავს არ დათანხმდება, თუ ისრაელი რაფაჰში სამხედრო აგრესიას არ შეწყვეტს. დაჯგუფების წარმომადგენელმა ბეირუთში გამართული პრესკონფერენციაზე განცხადება მაშინ გააკეთა, როცა „ჰამასის“ დელეგაცია მოლაპარაკებისთვის კაიროში ჩავიდა.

„თუ აგრესია გაგრძელდება, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არ შედგება, რადგანაც სწორედ ისრაელელები ისვრიან და გვიტევენ, ჩვენ კი თავს ვიცავთ და აგრესიას აგრესიითვე ვპასუხობთ. „ჰამასის“ დელეგაცია უკვე კაიროშია. ჩვენი მიზანია, ისრაელი შეთავაზებას დათანხმდეს. ბურთი ახლა ისრაელის და შეერთებული შტატების მოედანზეა“, - განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა უსამა ჰამდანიმ.