დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტს „ფეისბუქზე“ ეხმიანება და შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის მადლობას უხდის.
„აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების დელეგაციის ვიზიტი უკრაინისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპრეცედენტო დახმარებისთვის!.
სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან განვიხილეთ თავდაცვითი დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაძლიერება, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტია", - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი და ლოიდ ოსტინი უკრაინას გუშინ სტუმრობდნენ.