გვატემალაში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა

ლენტა

გვატემალაში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ გვატემალის დედაქალაქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დროისთვის, 31 ცხედარია ამოყვანილი და ვცდილობთ ჩარჩენილი ადამიანები გადავარჩინოთ“, - განაცხადა გვატემალის დედაქალაქის სახანძრო სამსახურის სპიკერმა, მეინორ რუანომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში 75 ადამიანი იმყოფებოდა. 

გვატემალის დედაქალაქის მერის, რიკარდო კინიონესის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.