პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს.
დიდი ხნის წინ კონფუცის სთხოვეს მისი ცხოვრების აღწერა. დიდმა მოაზროვნემ და ფილოსოფოსმა თქვა: 15 წლისამ მე საკუთარი აზრები სწავლისკენ მივმართე. 30 წლისამ მივაღწიე დამოუკიდებლობას. 40 წლისამ შევძელი ორჭოფობისგან გათავისუფლება. 50 წლისამ შევიცანი ცის ნება.
60 წლისამ შევძელი სიმართლისა და ტყუილის გარჩევა. მან დაამატა, რომ მხოლოდ 70 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მიჰყოლოდა საკუთარი გულის კარნახს და არასოდეს გადაეხვია ქცევის წესებს. დღეს თქვენც მიაღწიეთ იმ ასაკს, როცა ადამიანს შეუძლია და უნდა დაიჯეროს თავისი გულის კახნახის. გულწრფელად გისურვებთ, დარჩეთ ის, რაც დიდი ხანია ხართ: ლიდერი და ადამიანი, რომელსაც ესმის სამყაროსა და ხალხის არსი და ყოველთვის სჯერა საკუთარი თავის. გილოცავ დაბადების დღეს ვლადიმერ ვლადიმროვიჩ!“, - წერს თინა კანდელაკი „ტელეგრამზე“.