პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2008 წელს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში, პორტლენდის ქუჩაზე, სარდაფში ნაგვის გროვის ქვეშ 23 წლის ნორვეგიელი გოგონას, მარტინა ვიკ მაგნუსენის ცხედარი აღმოაჩინეს. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მარტინა ვიკ მაგნუსენის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ერთ-ერთი ცნობილი მილიარდერის შაჰერ აბდულჰაკის ვაჟი, ფარუკ აბდულჰაკი ლონდონიდან იემენში გაიქცა. გოგონას მკვლელობაში თანამონაწილეობა ფარუკმა წლების შემდეგ აღიარა. როგორც ის ამბობს, 23 წლის ვიკ მაგნუსენი „სექსის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა"
აბდულჰაკის სახელი ლონდონის პოლიციის ძებნილთა სიაშია - მის დაკავებაზე საერთაშორისო ორდერია გაცემული. როგორც აბდულჰაკი აცხადებს, მზადაა დიდ ბრიტანეთში დაბრუნდეს და პოლიციას შეხვდეს.
აღსანიშნავია, რომ ფარუკი და მარტინა Regents Business School-ში ერთად სწავლობდნენ. მარტინა მეგობრებმა ცოცხალი ბოლოს 2008 წლის 14 მარტს ღამის კლუბში ნახეს, სადაც ის და ფარუკი გამოცდების ჩაბარებას ზეიმობდნენ.
კამერებმა აჩვენა, რომ მარტინმა ღამის კლუბი ფარუკთან ერთად 02:59-ზე დატოვა. როდესაც მეორე დღეს მარტინა სახლში არ დაბრუნდა, მეგობრებმა მისი დაკარვის შესახებ პოლიციაში განაცხადეს. გოგონას ნახევრად შიშველი ცხედარი 2 დღის შემდეგ ფარუკის ბინის სარდაფში იპოვეს.
ექსპერტიზის დასკვნიდან ცნობილი გახდა, თუ რა საშინელი სიკვდილით დაიღუპა ნორვეგიელი სტუდენტი. სიკვდილის მიზეზად კისრის მოტეხვა დასახელდა, თუმცა გოგონას სხეულზე 43-მდე ზედაპირული ჭრილობა და სხვა ტიპის დაზიანება აღენიშნებოდა.
ამ დროს ფარუკი დიდი ბრიტანეთიდან კაიროში გაიქცა. შემდეგ კი მამის კერძო თვითმფრინავში ჩაჯდა და იემენში გაფრინდა. ადვოკატმა ფარუკი დაარწმუნა, რომ ის მკვლელობაში უდანაშაულო იყო.
15 წლის შემდეგ ფარუკთან კომუნიკაციის დამყარება BBC-ის არაბმა ჟურნალისტმა შეძლო.
როგორც ჟურნალისტი წერს, ფარუკთან კონტაქტზე გასვლიდან 1 თვის შემდეგ, მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
„ჟურნალისტი: გინდა მითხრა რა მოხდა?"
ფარუკი: არ ვიცი რა მოხდა, ეს ყველაფერი დღემდე ბუნდოვანია, დროდადრო მაქვს გამონაკლისები. მაგალითად, თუ ვიგრძენი ქალის გარკვეული სუნამოების სუნი, თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. არ მგონია, ჩემი ბრიტანეთში დაბრუნებით სამართლიანობა აღსრულდეს. ვფიქრობ,სისხლის სამართლის სისტემა დიდ ბრიტანეთში ძალიან მიკერძოებულია. მდიდარი კაცის შვილი ვარ.. გვიანია".
ჟურნალისტის კითხვაზე რომ მარტინას მამას სიმართლის გაგება სურს, ფარუკმა ასე უპასუხა:
„ზოგიერთი რამ სჯობს უთქმელი დარჩეს. საქმე ისაა, რომ მე არ მახსოვს რა მოხდა რეალურად. არაფერი მაქვს სათქმელი.
როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ არ ახსოვდა არაფერი, ფარუკმა მას ერთი სიტყვით უპასუხა: „კოკაინი".
აღნიშნული საუბრის შემდეგ ჟურნალისტი იემენში ჩაფრინდა, რათა ეჭვმიტანილი პირადად ენახა. თუმცა, ადგილზე ჩასვლის შემდეგ, ფარუკმა უთხრა, რომ მხოლოდ თავის სახლში შეხვდებოდა.
„მე არ ვიყავი მზად ამ რისკისთვის",- ამბობს ჟურნალისტი.
ფარუკის თქმით, ადვოკატებმა ურჩიეს, რომ პოლიციას არ ჩაბარებოდა, რადგან ამ შემთხვევაში „უმძიმესი სასჯელი" ემუქრებოდა.