გოგონა, რომელიც 11 წლის ასაკში გახდა დედა, მეორედ თხოვდება

ხაბიბა

ვალია ისაევამ 2005 წელს მსოფლიო აალაპარაკა. გოგონა 11 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და დედა გახდა. ბავშვის მამა ეროვნებით ტაჯიკი ჰაბიბ პატახონოვია, რომელსაც ვალიამ 3 შვილი გაუჩინა. დღეს ის მრავალშვილიანი დედაა, თუმცა წყვილი განქორწინების ზღვარზეა. როგორც ირკვევა,  ვალია მეორედ დაქორწინებას აპირებს.

მას შემდეგ, რაც 28 წლის გახდა სახელი შეიცვალა და ახლა მუსლიმა ისაევაა. 
ჰაბიბმა ის ჯერ კიდევ ზაფხულში მიატოვა, უკრაინაში გაემგზავრა, ოჯახს კი ფულით დახმარებას დაჰპირდა. სამწუხაროდ, გოგონამ დახმარება ვერ მიიღო. პირიქით, მას თავად მოუწია ქმრის 600 ათასიანი სესხის გადახდა.

„დატოვა საბანკო ბარათი, ორი კვირის შემდეგ კი დამირეკა და მითხრა: ეგ ბარათი განზრახ დავბლოკე, რომ სამსახურში გახვიდე.
ჩემი ფულით ვერ იცხოვრებო. ამიტომ განქორწინება გადავწყვიტე" - ამბობს მუსლიმა.

ინფორმაციისთვის, სკოლის მოსწავლე მომავალ ქმარს საკუთარ სახლში შეხვდა. 19 წლის ხაბიბმა ოთახი იქირავა ვალიას ბებიისგან.
თანდათან ახალგაზრდების ურთიერთობა ინტიმურ კავშირში გადაიზარდა და სკანდალიც მალევე აგორდა: 11 წლის სკოლის მოსწავლე დაფეხმძიმდა. ვალიამ დაიცვა თავისი შეყვარებული და საცხოვრებლადაც მასთან გადავიდა. პატარა ამინა, რომელიც ამ კავშირის შედეგად გაჩნდა, ახლა 17 წლისაა.

მეორე შვილი, ამირი, ოჯახში რვა წლის შემდეგ გაჩნდა, ბიჭი უკვე სკოლაშიც დადის. მესამე შვილი, დამირი, საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. მეოთხე, იუსუფი კი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა.

რაც შეეხება მომავალ საქმროს,  მას ფინანსურადაც ეხმარება და მის შვილებსაც უვლის. „მართლაც ძალიან კარგი ადამიანია, ბავშვებმაც შეიყვარეს. მამასაც კი ეძახიან. ასე რომ, ახლა ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც საიმედო დასაყრდენია“, - ამბობს მუსლიმა.ის არ მალავს, რომ ბედნიერია, იმდენად ბედნიერი, რომ ვერ იჯერებს.