იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1782887923
გასულ კვირას ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის ორი ძლიერი მიწისძვრა, თითქმის ერთწუთიანი ინტერვალით დაფიქსირდა.
სტიქიამ ათასობით შენობა დაანგრია და მოსახლეობა ნანგრევებში მოიყოლა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ვენესუელაში მომხდარი ორი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი ბოლო მონაცემებით 2000-ს უახლოვდება.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აშშ-ის სამხედროები ჩაერთნენ. ვაშინგტონმა ქვეყანაში 900-ზე მეტი სამხედრო განათავსა, ხოლო კიდევ დაახლოებით 800 სამხედრო ოპერაციებს პუერტო-რიკოსა და კიურასაოში მდებარე ბაზებიდან უჭერს მხარს.
დამანგრეველი მიწისძვრიდან ოთხი დღის შემდეგ, შენობის ნანგრევებიდან მამა და შვილი ცოცხლები ამოიყვანეს.
ფრანგი და ამერიკელი მაშველები მამა-შვილის გადარჩენაზე 12 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ისინი ნანგრევებს სპეციალიზებული საძიებო კამერებით იკვლევდნენ.
ვენესუელური წარმოშობის მსახიობი, Gabriela Spanic, სოციალურ ქსელში ემოციურად გამოეხმაურა სტიქიურ უბედურებას, რომელმაც ვენესუელა და რეგიონის სხვა ქვეყნები დააზარალა.
მექსიკაში მცხოვრებმა მსახიობმა თავდაპირველად Instagram-ის „სთორიში“ მოკლე მიმართვა გამოაქვეყნა:
„ღმერთო ჩემო, შეიწყალე ვენესუელა, კოლუმბია, არუბა და კიურასაო.“
მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მედიაში სტიქიის მასშტაბების ამსახველი კადრები გავრცელდა, სპანიკმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და გამომწერებს ლოცვისკენ მოუწოდა.
„ღმერთო, გადმოგვხედე, დაგვეხმარე. ვილოცოთ ვენესუელისთვის. ვუყურებ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებს და ვცდილობ ჩემს ნათესავებსა და მეგობრებს დავუკავშირდე, მაგრამ ვერ ვახერხებ. მიმდინარეობს შენობებისა და დასახლებული ტერიტორიების ევაკუაცია, ხოლო საგანგებო სამსახურები ზარალს აფასებენ,“ — წერს მსახიობი.