ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა

კახა გველესიანი

66 წლის ასაკში ბიზნესმენი კახა გველესიანი გარდაიცვალა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

ცნობისათვის, კახა გველესიანის მონაწილეობით საქართველოში განხორციელდა სხვადასხვა პროექტი, მათ შორის, სასტუმროები -„თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და „მოქსი“, ასევე მთაწმინდის
ფუნიკულიორის კომპლექსის რეაბილიტაცია.

კახა გველესიანი ასევე იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 2025 წლამდე კი ხელმძღვანელობდა „ექსპო ჯორჯიას“ მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს.