ღაზის სექტორისთვის განკუთვნილმა ჰუმანიტარულმა გემმა კვიპროსის ნავსადგური დატოვა

ღაზა

აზის სექტორისთვის განკუთვნილმა ჰუმანიტარულმა გემმა კვიპროსის ნავსადგური დატოვა. ვაშინგტონის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების დროშით მცურავ გემს, მათ მიერ აგებული პორტის საშუალებით, ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად გამოიყენებენ.

ნავსადგურის გამტარუნარიანობის მიხედვით, ღაზის სექტორისთვის დღიურად 90 ერთეულ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება იქნება შესაძლებელი. კვიპროსმა ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად საზღვაო დერეფანი მიმდინარე წლის მარტში გახსნა.