ღაზაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ღაზა

ღაზაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ინფორმაციას CNN პალესტინურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. საჰაერო დარტყმა ალ აქსას საავადმყოფოს მახლობლად, მეჩეთზე განხორციელდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ შენობაში „ჰამასის” მებრძოლები იმყოფებოდნენ.