გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს - მედია

ტანკი

გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, საუბარია გერმანულ მანქანათმშენებელ კონცერნ Rheinmetall-ზე. კონცერნის ხელმძღვანელ არმინ პაპერგერი თქმით, კონცერნი მზადყოფნას გამოთქვამს უკრაინაში ქარხანა ააშენოს, რომელიც წელიწადში 400 საბრძოლო ტანკ Panther-ს გამოუშვებს.

მისივე თქმით, ქარხნის მშენებლობა 200 მილიონი ევრო დაჯდება, ხოლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადვილადაა შესაძლებელი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემებით.

„დასავლელი მოკავშირეები უკრაინას საკმარისი რაოდენობით შეიარაღებას აწვდიან, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს, მაგრამ ტერიტორიების სრულად დაბრუნებისთვის აუცილებელი ტექნიკა დღეს უკრაინას არ აქვს“, – ამბობს კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელი.

მისივე მოსაზრებით, უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად რამდენიმე წელი დასჭირდება და აუცილებელია სამხედრო ტექნიკის წარმოება უკრაინაში დაიწყოს.

პაპაერგერის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გამარჯვებისთვის 600-დან 800 ტანკამდე დასჭირდება.

როგორც გერმანული კონცერნის ხელმძღვანელი აცხადებს, უკრაინის მთავრობასთან მოლაპარაკებები იმედიმომცემი იყო და უკრაინაში ტანკების ქარხნის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს 2 თვეში უნდა იყოს მიღებული.