შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის მთავრობას მოუწოდა, განმარტება გააკეთოს ბრალდებებზე, რომლის თანახმადაც, უნგრეთმა ევროკავშირის კონფიდენციალური ინფორმაცია რუსეთს მიაწოდა.
ბრალდებები „ვაშინგტონ პოსტის“ პუბლიკაციას უკავშირდება, რომელშიც აღნიშნულია, რომ უნგრეთის საგარეო მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთს ევროკავშირის დახურულ შეხვედრებზე განხილული საკითხების დეტალებს აწვდიდა, მათ შორის შესაძლო გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციასაც.
გერმანიის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა ეს ბრალდებები „ძალიან სერიოზულად“ შეაფასა.
„ევროკავშირის ფარგლებში და საგარეო მინისტრებს შორის მიმდინარე განხილვები კონფიდენციალურია და გულწრფელი თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება. ამ პრინციპების დარღვევას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ფარული მიყურადების ფაქტები თუ დადასტურდება, ეს „სერიოზული შეტევა იქნება უნგრეთის წინააღმდეგ“ და ამ საკითხის შესწავლის განკარგულება გასცა.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემის საფრთხის გამო ევროკავშირი უნგრეთს მგრძნობიარე საკითხებზე მოლაპარაკებებიდან გამოთიშავს.