1760793040
გერმანიის საგარეო უწყებამ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვია

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გაიწვიეს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის, რათა განისაზღვროს, როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა.
როგორც გერმანიის საგარეო უწყებაში აცხადებენ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის.
„მრავალი თვის განმავლობაში საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიის და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა მიიღო გადაწყვეტილება, გაიწვიოს ელჩი ფიშერი კონსულტაციებისთვის, როგორ გაგრძელდება მუშაობა. ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
For many months, the Georgian leadership has been agitating against the EU, 🇩🇪 & also German Amb. Fischer personally. @AussenMinDE has therefore decided to recall Amb. Fischer for consultations on how to proceed. Tomorrow, the EU Foreign Affairs Council will address #Georgia.
— GermanForeignOffice (@GermanyDiplo) October 19, 2025