1765480415
გერმანიის მთავრობის ცნობით, ფრიდრიხ მერცმა, კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს
გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა სატელეფონო სუაბარი გამართეს აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ფრიდრიხ მერცმა, კირ სტარმერმა, ემანუელ მაკრონმა და დონალდ ტრამპმა განიხილეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობა.
„სამშვიდობო გეგმაზე ინტენსიური მუშაობა უახლოეს დღეებში გაგრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გერმანიის მთავრობის ცნობით, ოთხი ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს გადამწყვეტი მომენტია უკრაინისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში საერთო უსაფრთხოებისთვის.










