19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
1737228631
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უარი თქვა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ფოტოს გადაღებაზე და მინისტრთა კაბინეტის სხდომა დატოვა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მიზეზი არის ის, რომ შოლცი ბლოკავს უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის გადაცემას გერმანიაში დაგეგმილ ვადამდელ არჩევნებამდე. მანამდე ბერბოკმა ხმამაღლა გააკრიტიკა კანცლერის ვეტო და აღნიშნა, რომ შოლცის ქცევა ზიანს აყენებს ევროპელი მოკავშირეების ნდობას გერმანიის მიმართ.
გასულ კვირას „შპიგელმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერბოკი და თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი არჩევნებამდე უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას ითხოვდნენ, მაგრამ შოლცმა ეს წინადადება დაბლოკა.
შოლცის განცხადებით, ის უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდის წინააღმდეგი იმ შემთხვევაშია, თუ ეს ბიუჯეტის სხვა პუნქტების შემცირებას შეეხება.