გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 20 მაისს მიიღებენ

ფრიდრიხ მერცი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 20 მაისს მიიღებენ. ინფორმაცია გერმანიის კანცლერმა გაავრცელა. ფრიდრიხ მერცი X-ზე წერს, რომ პუტინი სტამბოლში არ გამოჩნდა და ამით საკუთარი თავი წამგებიან პოზიციაში ჩააყენა.

გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ზელენსკის სტამბოლში ჩასვლა დიდი დათმობაა.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგაა მიმართული. ის, ასევე, მოიცავს სანქციებს რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ.