ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
გერმანიის ქალაქ შტადეში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემთხვევა მოხდა ცენტრში, სადაც დედები შვილებთან ერთად ცხოვრობენ. ყველა დაღუპული აღნიშნული დაწესებულების თანამშრომელია.
პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 45 წლის მამაკაცი დააკავა. მედიის ინფორმაციით, იგი ცენტრში თავის სამი თვის ქალიშვილზე მეურვეობის საკითხის განსახილველად იმყოფებოდა.
სამართალდამცავებმა ასევე დააკავეს ერთი ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, ეჭვმიტანილის ნაცნობი ან ნათესავია. გამოძიების ვერსიით, ის მართავდა ავტომობილს, რომლითაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას გეგმავდა.