გერმანიაში პარკში მომხდარ თავდასხმას ორი პირი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია

გერმანია

გერმანიაში, ქალაქ აშაფენბურგის პარკში, დანით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას bild-ი ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით დაკავებულა ერთი ბრალდებული. ამ დროისთვის გამოძიებას სხვა ეჭვმიტანილები არ გამოუვლენია.

თავიდან მედიაში 3 სრულწლოვანის და ერთი ბავშვის დაჭრის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა დაზუსტების შემდეგ გაირკვა, რომ ერთი სრულწლოვანი და ბავშვი დაიღუპნენ.