რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
გერმანიაში ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ, გაუქმებულია ასობით რეისი. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იტყობინება.
როგორც მედია იუწყება, გაფიცვა გუშინ ღამით, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიწყო და 24 საათს გაგრძელდება.
გაფიცულია დაახლოებით 20 000 ბორტგამცილებელი. მიზეზი ხელფასებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეფერხებაა.
ეს მიმდინარე წელს „ლუფთჰანზას“ თანამშრომელთა მესამე მასშტაბური გაფიცვაა.
გაფიცვის გამო განსაკუთრებით დაზარალდა მიუნხენის, ფრანკფურტის, ბერლინისა და შტუტგარტის აეროპორტები.
ფრანკფურტში დაგეგმილი 350 რეისიდან თითქმის 75% გაუქმდა.
ავიაკომპანია მგზავრებს ურჩევს, აეროპორტში გამგზავრებამდე აუცილებლად გადაამოწმონ საკუთარი რეისის სტატუსი.