რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს დახურული შეხვედრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ყველაფერი ცუდად წავიდა. საუბარი მხოლოდ შეურაცხყოფის ტირადა იყო“, – განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.
„პოლიტიკოს“ თანახმად, ტრამპმა ასევე მიანიშნა, რომ განიხილავს შურისძიების ვარიანტებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობდა.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დამსწრეებს ისეთი შთაბეჭდილება დაუტოვა, რომ მას მოკავშირეებისგან კონკრეტული ქმედებები სურდა ჰორმუზის სრუტის, რაც შეიძლება მალე გახსნაში დასახმარებლად.
ალიანსის ორი მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, ამ დროისთვის ალიანსის ბრიუსელის შტაბბინაში მყოფ ნატო-ს ქვეყნებს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და არც სრუტის ხელახლა გახსნისთვის სამხედრო აღჭურვილობის განლაგების განხილვა დაუწყიათ.
რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
გარდაიცვალა მომღერალი გოჩა ლორია
1775810448