გერმანიაში თევზის ყველაზე გრძელი ბუტერბროდი მოამზადეს

თევზის

საფეხბურთო კლუბმა „ჰანზა როსტოკმა“ და ქეითერინგულმა კომპანიამ w.Holz, როსტოკის „ოსტზეეშტადიონზე“ ტრადიციული ჩრდილოგერმანული თევზის სენდვიჩი მოამზადეს. მასში თევზთან ერთად სალათის ფოთლები, კიტრი, ხახვი და სოუსი რემულადი იყო გამოყენებული.

ბუტერბროდის სიგრძემ 42,37 მეტრი შეადგინა, მის მოსამზადებლად კი 100 კგ-ზე მეტი ქაშაყი გამოიყენეს.ამ მიღწევით როსტოკში მოხსნეს წინა რეკორდი, რომელიც კუნძულ რუგენზე იყო დამყარებული - იქაური თევზის სენდვიჩის სიგრძე 30,5 მეტრს შეადგენდა. ახალი რეკორდი ოფიციალურად დააფიქსირეს გერმანიის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა.